четверг, 20 октября 2016 г.

                                            9 დღის რეფლექსია


                   ამ ტრენინგზე გავეცანი პროექტზე სწავლების კურსს, შევქმენი საქაღალდეები, ბროშურა, ვისწავლე goოgle drive-ში მუშაობა, ვისაუბრეთ შეფასების სისტემაზე, გავეცანი უკუკავშირის გაკეთების მეთოდებს.  შეფასების სწავლა მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელებისათვის, რომ უნა შევაფასოთ პროექტის თითოეული ეტაპი მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით. ვისწავლე როგორ უნდა შევაფასო მოსწავლის ნაშრომი და როგორ შეიძლება ჩავერთო  მოსწავლეების შეფასების პროცესში.დავხვეწეთ შეფასების გეგმები, რაც ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია. სიახლე იყო ჩემთვის ცვლილებები ბლუმის ტაქსონომიაში.
  გავიგე, თუ რა არის საავტორო უფლებები, გავეცანი APA- ფორმატს. განვიხილეთ, რომ კოლაბორაცია ნიშნავს ჯანსაღ თანამშრომლობას. ვისაუბრეთ უკუკავშირის გაკეტების მეთოდებზე.
   ამ ტრენინგზე უკეთესად დავეუფლე თანამედროვე ტექნოლოგიებს. მათი დახნარებით მოვახდინე დაკვირვება და კვლევა.
  ტრენინგი ბევრი ინმორმაციის მომცემი იყო. დავრწმუნდი, რომ პროექტებით  სწავლება ძალიან ეფექტურია მოსწავლეების დაინტერესებისთვის და მათი მაღალი სააზროვნო უნარების გავითარებისთვის.
  გმადლობ დიანას ყველაფრისათვის, მან ჩვენ გაგვაცნო თანამედროვე სწავლების კურსი.

суббота, 24 сентября 2016 г.

                                           ტრენინგის IX დღე
დღეს  განვიხილეთ  მერვე მოდული-სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება. გავეცანით კოლეგების მიერ შექმნილ პორტფოლიოებს და განვიხილეთ ჯგუფში. შემდეგ  მოვახდინეთ ჩვენს მიერ შექმნილი  პორტფოლიოების ბლოგზე ატვირთვა.
 ტრენინგის განმავლობაში ბევრი ახალი და საინტერესო უნარ-ჩვევა შევიძინე, დავინახე პროექტით სწავლების ძლიერი მხარე, თუ როგორ შეიძლება უფრო საინტერესოდ მივაღწიოთ თემის სიღრმისეულ შესწავლას, როგორ ჩავრთოთ ყველა მოსწავლე სწავლა-სწავლების პროცესში მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით. როგორ განვუვითაროთ მოსწავლეებს XXI საუკუნის უნარ-ჩვევები,  რომელიც ესგ-ის გამჭოლი კომპეტენციაა.

იმედი მაქვს, ეს ტრენინგი დამეხმარება  შემდგომ პედაგოგიურ მოღვაწეობაში.
      დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს დიანა მიქაძეს.
                                              ტრენინგის VIII დღე
 ტენინგის ამ დღეს ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე, ვნახეთ შეფასების სქემები და რუბრიკე ბი,ჩეკლისტები. რაც ძალიან საინტერესო იყო. განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება, გავუზიარეთ ერთმანეთს საკუთარი შეხედულებები.
  ვისაუბრეთ სსსმ მოსწავლესთან მუშაობის შესახებ. საინტერესო იყო გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის განხილვა.
                                                        ტრენინგის VII
ამ დღეს დავათვალიერეთ ერთმანეთის მოსწავლეების ნამუშევრები და მივიღეთ უკუკავშირი.
  ვისაუბრეთ როგორ უნდა შევაფასოთ მოსწავლის ნაშრომი და როგორ შეიძლება ჩავერთო მოსწავლეების შეფასების პროცესში. დავხვეწეთ შეფასების გეგმები, რაც ყველაზე რთული აღმოჩნდა ჩემთვის.
   ცვლილებები შევიტანეთ  სასწავლო პროექტში. საინტერესო იყო ჩემი მეგობრების აზრის მოსმენა, რაც შემდგომში გავითვალისწინე კიდეც.


                                                   ტრენინგის  VI დღე
ტრენინგის vi დღეს თვოთოეულმა წარმოადგინა თავისი პორტფოლიოები.შევაფასეთ და  განვიხილეთ წარმოვადგინეთ  უკუკავშირი.
ვისაუბრეთ  საძიებოზოლში ვებ გვერდების სანდოობაზე  და როგორ ვასწავლოთ
მოსწავლეს რესურსების მოზიება.
განვიხილეთ მსოფლიოში ინტერნეტკავშირები, ფორუმები.
ჩემი პროექტისათვის ბამოდგება კომუნიკაციისთვის ელ-ფოსტას,ფეისბუქს.
ვისაუბრეთ როგორ გამოვიყეენბთ  ინტერნეტს კვლევის  განხორციელებაში და როგორ
დაეხმარება ინტერნეტი მოსწავლეებს მაღალი სააზროვნო უნარებისა და 21 საუკუნის უნარების განვითარებაში.
განვიხილეთ მოსწავლეთა  საჭიროებები,ვნახეთ მათმიერ 
შექმნილი სასწავლო  ბროშურები ,პრეზენტაციები, მომეწონა ,მოვახდენ ადაპტაციას და მოვარგებ ჩემს პრეზენტაციებს..


                                                            ტრენინგის V დღე



ვისწავლეთ ბლოგზე კომენტარების წერა, შეუფასეთ ნამუშევრები კოლეგებს და დავუწერეთ კომენტარები.
ვიმუშავეთ პროექტის საპრეზენტაციო შაბლონზე.
გავაკეთეთ მონახაზები.
ვისაუბრეთ სწორი უკუკავშირის დაწერაზე.
განვიხილეთ რევიუ ზოლი და ბოლოს საავტორო უფლებებზე ვისაუბრეთ, ჩავინიშნე მოსწავლისათვის მისაცემ რჩევებზე.